0 173

თბილისის ქება


საოცარია ქუჩების ბედი...
ქუჩების ბედი კაცის ბედს მოგავს.
ქალაქში ქუჩა კაცივით შედის,
კაცის გულივით სუნთქავს და ბორგავს.
ქუჩა დღემუდამ ფიქრობს, განიცდის,
ფიქრობს ხვალისთვის, კაცივით ღელავს,
ზრუნვს სიგრძისთვის და სიგანისთვის
ქუჩა პატარა და თითისხელა...
ქუჩებში შურით და ერთმანეთის
გამოჯავრებით იწევენ მაღლა,
მაგრამ უჩინარ ძალის ბრძანებით
დიდი ქალაქის მოიწევს ტალღა.
ახლოს მოისმის გუგუნი მისი,
და ღელავს ქუჩა ძლიერი, სუსტიც.
ღელავს და მიდის, თუმც კარგად იცის -
დიდ შესახვევთან სიკვდილი უცდის.
სიკვდილს მოელის და მაინც ცხოვრობს,
იგებს ქვაფენილს, იშენებს სახლებს,
სამარადჟამოდ და სამახსოვროდ
უკვდავი კაცის დაირქმევს სახელს.
ქუჩების ბედი და კაცის ბედი
დასაბამიდან ერთმნეთს მოჰგვს.
კაციც ცხოვრებას იწყებს იმედით,
ხვალის იმედით სუნთქავს და ბორგავს.
კაციც დღემუდამ ფიქრობს, განიცდის,
ფიქრობს ხვალითვის, დადის და ღელავს,
ზრუნავს სიგრძისთვის და სიგანისთვის
კაცი ქონდარა და თითისხელა.
მაგრამ მოედნებს, ქუჩებს, გალავნებს
ჩამოკაწრულიკედლები სტკივათ,
უღირს წარწერებს რისხვით ბზარავენ,
იშმუშნებიან და ფერფლად სცვივათ.
მხოლოდ ღირსეულ სახლეს და გვარებს
იცავენ მკერდით და იფარავენ
წინაპართ ანდერძს და დანაბარებს -
ცხრამუხას,
ცხრა ძმას,
სამას არაგველს.
უფრთხილდებიან მხოლოდ უბზაროს,
მხოლოდ უჩრდილოს და შეუბღალავს,
გვარებს - უთუოს და უთუმცაოს,
რომ მათთან ერთად იცოცხლონ ხვალაც.

არის ქუჩები.. მათი სახელი,
მათი ხსენება უცებ მაღელვებს,
და თითქოს ვხედავ,
სულ ახლოს ვხედავ,
ხელით ვეხებ ძვირფას სახელებს.
არაგვის ქუჩა მახსენებს არაგვს
და მის მშვენიერ ხეთა ჩრდილებში
არაგვის ჩქეფა მომესმის მარად -
მის სიმწვანეში, მის სიგრილეში.
მე დავიბადე თბილისის მზის ქვეშ,
დაბადებიდან მისი მზე მწვავდა,
ვეტრფი მის ჰაერს,
მიწის ფერს,
ცის ფერს,
სულში ვაგროვებ მის დარს და ავდარს.
ბევრი სიმღერა იცის თბილისმა,
ვერ შევისწავლე მე მისგან ერთიც,
მე დამამუნჯა სიმღერამ მისმა
და ლექსებს უხმო დუდუნით ვწერდი..
ახლა კი დროა.. ვიცადე დიდხანს,
ბევრი ვიცადე და განვიცადე,
დროა იცოდეს,
რომ ვარ და ვიყავ
მის სიყვარულში მართალი ცამდე.

აქ საქართველოს დიდ მდინარეთა
ისმის დუდუნი დაუდუმარი,
თბილისის კართან მოსულა ერთად
ყველა სოფელი, როგორც სტუმარი.
მოდის, თან მოაქვს გული ფხიზელი,
თბლისის კართან ნაბიჯს იყოვნებს,
არის სტუმარიც და მასპინძელიც,
თბილისის ციხეც და მეციხოვნეც.
ზვიადი მთები, ლურჯი ტყეები
მოიჩქარიან ხელგაშლილები,
და საქართველოს მაღალ ხეების
აქ შრიალებენ გრილი ჩრდილები.

თბილისი არის ქართველი კაცის
უნგრევი ბუდე და მისი ერდო,
მისი საბადო და საიმედო,
საქართლ-კახეთო,ს საიმერეთო.

შემფრბელი მეგრული ფაცხის,
სვანური კოშკის, გურულ ოდის
და საქართველოს მთებიდან ოდით
ყველა მდინრე თბილისში მოდის.

შენ,
საქართველოს ფუძევ და დედავ,
სიტყვას გიბედავ,
გული მაქვს ღია,
ვბედავ და მაინც ვერ გამიბედავს,
ისე დავბერდი, არ შემიქია -
ალაზნისა და ალგეთის ქუჩა,
ავლევისა და ალვანის ქუჩა,
ანანურის და ანაგის ქუჩა,
არგვეთისადა არმაზის ქუჩა.
შენი სიმტკიცის გამომსახველი
ქუჩა ვარციხის და ბაკურციხის -
ყველა კუთხის და ხევის სახელით
თბილისის მკერდზე დგანან ბურჯივით.
ძმობით შეკრულნი ღონიერ მუჭად,
შემღერებულან ვით მაყრიონი -
ბოდბის, ბოლნისის, ბორბალოს ქუჩა,
ბახვი, ბახმარო და ბახტრიონი.

ძმად გაფიცულან ცალ-ცალკე მდგომი
გომი, გომბორი და გომარეთი,
დგანან ქუჩები გალის, გალავნის
და ცოცხლდებიან ნაგომარები.

განზე მიიწევს ქუჩა ავრეხი,
ნათელ ქუჩათა მოდგა ჯარები,
გუდამაყრისა და გუდარეხის,
გურჯაანისა და გუჯარეთის.

თბილისის თავზე მონახა ბუდე
დარიალის და დარკვეთის ზეცამ,
ვაზიანის და ვაშლოვნის ზეცამ,
ვარძიისა და ვარციხის ზეცამ.

მე მიყვრს ბევრი ქუჩის სახელი,
რამ დამავიწყოს ვეძინის ქუჩა?
რამ დამავიწყოს მცხეთის, მესხეთის,
ზედაზნისა და ზეკარის ქუჩა!

რამ დამავიწყოს თეთნულდის ქუჩა -
ლამაზი ქუჩა, დადიანივით.
თბილისში მუდამ იჩქეფს და ივლის
ქუჩები თერგის, ენგურის, ივრის.
წყვილ-წყვილად დგანან თბილისის კართან
ნაფარეული და ნაქერალა,
საირმისა და სალხინოს ქუჩა,
სამთავისის და სამშვილდის ქუჩა.

ახტამბელის და ტეხურის ქუჩა,
უწერისა და უჯარმის ქუჩა.
ფარავნის და ფასანაურის,
ქობულეთის და ქარელის ქუჩა,
ყვარელისა და ყვირილის ქუჩა,
შავნაბადის და შავი ზღვის ქუჩა,
ჩოხატაურის და ჩარგლის ქუჩა,
ცემის ქუჩა და ცაიშის ქუჩა,
წალენჯიხისა და წიწამურის,
ჭოპორტისა და ჭოროხის ქუჩა,
ხიდისთავის და ხვანჭკარის ქუჩა,
ხევსურეთის და ხრესილის ქუჩა...

თბილისი არის საცდელი ღონის,
ჩვენი სიმაღლის, მხარ-ბეჭის, განის,
ჩემი თვალადის და შენი ხონის
ჩემი თვალადის და შენი რგანის.

თბილისი არის საცდელი ჯანის
ჩემი თვალადის, შენი ყაზბეგის,
კარდანახისა და მაჩხაანის,
ჩემი თვალადის და შენი ეკის.
თბილისი არის საცდელი ძალის
ჩემი თვალადის, შენი მულახის,
ჩემი თვალადის და შენი ზანის,
ჩემი თვალადის და შენი ბახვის.

გვაქვს მუშაირა,
ვიბრძვით და ვდაობთ,
ერთმანეთს შურსაც ვამჩნევთ სახეზე.
დუმილით გვიმზერს ქვა საჯილდაო
და უკვდავების ეშხით გვაქეზებს.

თბილისი არის სიმღერის დედა,
თბილისი არის რუსთველის დედა...
და თუ სიმღერას ჩვენ მაინც ვბედავთ -
თვითონ გვაქეზებს, იცოდეს ღმერთმა!

დგას მსაჯულივით ჩვენს წინ თბილისი,
მან იცის ჩვენი მიზანი წმინდა:
ჩვენ სიყვარული გვაერთიანებს მისი
და საქართველოს სიცოცხლე გვინდა!
კომენტარები (0)