0 108

კატა


თან დაგვდევს მუდამ თვალი ცბიერი,
ვერ ფარავს: შერჩა მიმოხვრა გველის.
გაუმაძღარი, მარად მშიერი,
ჩასაფრებული ზის და მოელის
ჩვენი სიკვდილის თუ ძილის წუთებს,
რომ ჩაგვაცქერდეს ხარბი თვალებით,
საშიშ წინაპრად გადიქცეს უცებ,
ულმობელი და შეუბრალები.
ჩვენს გვერდით ცხოვრობს ის როგორც წმინდა,
მაგრამ თვალები ვერ ფარვენ სურვილს:
ქევყნად სიცოცხლის დასაბამიდან
ადამისმოდგმას შეჰყურებს შურით.
კომენტარები (0)