0 66

მე ვემდურები..


მე ვემდურები
შენს მაცდურ ღიმილს,
დაუნდობელს და
შეუბრალებელს...
რად მიწყალობე
იმედის სხივი,
რად შემაყვარე
შენი თვალები.
რად დამანახვე
შენი თვალების
განუზომელი
სითბო და სიღრმე,
გაყინულ სიტყვით
და მდუმარებით
თუ წამართმევდი
უმალვე იმედს.

შენ არც კი იცის,
რომ მე მაქვს გული,
რომ მე მაქვს გული,
რომელიც მტკივა,
რომელსაც შენი
კარგი თვალები
სწვავენ და მერე
უმზერენ ცივად!
კომენტარები (0)