0 124

მზის დაბადება


ეს ვარსკვლავები დაფარულ ბედზე
უცნობ წარწერებს უნდა ნიშნავდეს,
და მე ვკითხულობ ცის პერგამენტზე
მარადისობის უპანიშადებს...

და უჩინარი შვიდი დღის მთვარე,
ბავშვივით მჯდარი სისხლიან ეშვზე,
გადივლის ზეცას,
და ვით დარია
შეაჟღრიალებს შემზარავ ეჟვნებს...

გატყდება ღამე...
ალვის ხის რტონ
პირველ სიმღერას იტყვიან მზეზე,
და ვარსკვლავები ზეცის მხატვრობით
ქვეყნად მზის მოსვლას შეიცხადებენ!
კომენტარები (0)