0 110

მოგონება


მე რომ ვიყავ ცეროდენა,
დილის ნამში ვიძინებდი,
თავზე მადგა ცისარტყელა,
ქვეშ მეფინა ზიზილები.

მე რომ ვიყავ...
ოჰ, ის წვიმა,
იები და ენძელები
დავივიწყე... მაგრამ იმათ
დასათმობად ვეძნელები.
კომენტარები (0)