0 126

მოვდივართ, მოგვიხარია


მოვდივართ, მოგვიხარია
გუგუნებს ზარი დილისა,
ჩვენს შესახვედრად ცხრა კარი
გააღო დედა თბილისმა!

ხელი ჰკრა, ააჭრიალა
ათასი სკოლის კაები,
წითელი ყელსახვევებით
ჩვენ მისკენ მივეჩქარებით.

მოგვიალერესა, ეამა
ჩვენი ჯანმრთელი იერი,
მზისგან დამწვარი მხარ-ბეჭი,
მკლავი და მუხლი ძლერი,

განიერ მკერდზე მიგვიკრა,
დაგვლოცა შვილიშვილები,
ზაფხულში მისი ბუდიდან
საფრენად წამოშლილები!

ახლა გიამბობთ, რაც ვნახეთ,
რა გზები გადავიარეთ:
ჩვენი ნავალი ატყვია
გომბორის მთას და თრიალეთს.

მოგვხიბლა, აგვაფრთოვანა
ჩვენი სამშობლოს მშვენებამ,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი
სიზმარშიც მოგვეჩვენება!

ხან წვიმა გვცემდა სახეში,
ხან ქარიშხალმა გვარწია,
ვნახეთ სამშობლოს დიდება -
უფლისციხე და ვარძია.

რიონის ნაპირს ავყევით,
მის ლამაზ ჭალებს ვხატავდით,
განცვიფრებულნი დავბრუნდით
მისი ლამაზი სათავით.

ზოგნი აჭარას ვესტუმრეთ,
ზოგნი ვიყავიტ აფხაზეთს,
სამშობლოს აღმართ-დაღმრთი
ჩვენს რვეულებში ჩავხატეთ...

ხან ხალხურ ლექსებს ვიწერდით,
ხან თქმულებას და ანდაზებს,
ბუნებამ გული გაგვიხსნა
და ტრფობა გაგვიათასა.

ბოსტანს ვმარგლავდიტ, ვთოხნიდით
კოლექტივფების ყანასა,
თავს ვევლებოდით ჯეჯილებ,
ისიც გვეტყოდა ნანასა!

მკაში ხელურს ვაწვდიდით,
კევრებს ვუსხედით კალოზე,
ჩვენ კოლმეურნე გლეხებმა
შეგვიყვარეს და დაგვლოცეს.

მოვდივართ, მოგვიხარია,
გაგვიღეთ სკოლის კარები,
შემოგვეგებეთ, დარეკეთ,
ააწკრიალეთ ზარები!
კომენტარები (0)