0 54

მომინდა სიმღერა


ისევ აშრიალდა მტკვარი მინდორივით
და თავქვე წამიღო იღბალს მინდობილი...
გულაღმა ვიწექი და ჩემი ფიქრები,
და ჩემი ფიქრები ცაში აფრენილნი
წყნარად ირწეოდნენ თეთრი იალქნებით.

სახეს იბრუნებდნენ ნაცნობი ხეები,
მდუმარე ქუჩები, ჩამქრალი ფანჯერები.
ნაპირზე რჩებოდა გავლილი დღეები,
დაბალი სახლები, მაღალი ტაძრები..

არც სევდა -
ის ჩემი დიდი ხნის დობილი,
არც ბედად - შრიალი აფრისა,
ტალღებზე ვიწექი იღბალს მინდობილი -
დარდი არავისი, სევდა არაფრისა.

უცებ დაგინახე -
მომირჩა წყლულები,
ფეხზე წამოვდექი, სიცოცხლე ვინატრე,
ჩემს ფეხქვეშ გაქვავდნენ ტალღების ხნულები,
გამოვყევ მაგ თვალთა სინათლეს.

შენ რომ დაგინახე -
მდინრეც გაჩერდა,
შეჩერდნენ, გაქვავდნენ ტალღები,
და მიწყდა ხმაური ჩანჩქეთა -
ტალღების კიბეებს ავყევი..

შენ რომ დაგინახე, მტკვრიდან ამოვენთე,
შენს ღიმილს მოვენდე, სიბნელეს შევბედე,
წყლიდან ამოვედი, შენკენ წამოვედი,
წყლიდან ამოვედი და... ცეცხლში შევედი!

შენ რომ დაგინახე, სიცოცხლე მომწყურდა,
გავაპე მდინრე მხარულით,
მომინდა სიმღერა ნაპირს გამოსულთა -
იღბალთან თამასი, ცეცხლში სიარული.

ჰო, ცეცხლში შევედი, ცეცხლი მიკიდია,
ახლა სატანჯველი ერთი ასად არი,
მეც ეთიმ გურჯივით დარდი მიყიდია,
ცეცხლი მიკიდია... წყალი არსად არი!

დარდი ვის ჰქონია ამის დასადარი?
ამ გულის გადაწვას აპირებს.
უკან მივიხედე - მტკვარი არსად არი.
მოვიდეს, ჩააქროს საკირე!

ერთი ეს მითხარი: მდინარე არ ჯობდა? -
სადმე დამძირავდა, სადმე დამახრჩობდა...
და, ვეღარ ვნახავდი
მაგ თვალებს, შმაგ თვალებს...
შენ თუნდა ხუმრობად ჩათვალეთ!..
კომენტარები (0)