0 65

მტკვარზე გამოჩნდნენ ნავები


მტკვარზე გამოჩდნენ ნავები,
ტალღებზე თეთრად ელავენ,
ორთაჭალიდან მოჰქრიან,
მეც წამიყვანე, მენავე!

წამიყვა, ერთად ვუმღეროთ
ამხ ეობას და მთა-გორებს,
ამყევი, ამიყოლიე,
აღმა და აღმა მაქროლე!

მომწყინდა დაღმა დინება
წნელით შეკრული ტივითა,
აქ წამოვიწყებ სიმღერას,
მტკვრის სათავემდის მივიტან!

ტივით ზოზინი მომწყინდა -
მოქნევა ორთაყვირისა,
წამიყვა, ვნახოთ მშვენება
მტკვრის და არაგვის პირისა.

მტკვარზე გამოჩნდნენ ნავები,
ტალღებზე თეთრად ელავენ,
მტკვრის სათავისკენ მიჰქრიან,
მეც წამიყვანე, მენავე!
კომენტარები (0)