პატარა კი არ გეგონოთ..


პატარა კი არ გეგონოთ,
შევსრულდები მალე შვიდის,
რად მარიგებს, ნეტავ, დედა
სამსახურში როცა მიდის?!

რად ჰგონია, რომ ვიცელქებ,
ან ჩავლეწავ ფანჯრის მინას?
მე ოჯახის ბურჯად ვრჩები,
როცა არვინ არის შინა.

თუ ხანდახან მამის ჩექმებს
ან ნაომარ ძველ მაზარას
ჩავიცვამ და ბრძოლის ველზე
მტრის ურდოებს შიშით ვზარავ.

განა მტერთან ბრძოლის შემდეგ
მავიწყდება ვაჟკაცს შრომა?
"დედა ენას" ვიღებ ხელში,
ეზოდან რომ შინ შემოვალ.

ანაბნას ვსწავლობ... ამ წლის შემდეგ
მე ვიქნები უკვე დიდი, -
პატარა კი არ გეგონოთ,
შევსრულდები მალე შვიდის!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი