0 64

რთველი ძველ საქართველოში


ქვერვრსა ნუ გაეხურები
ნამეტურ თაღარისას.
ხ ა ლ ხ უ რ ი

რთვლობისას შემოგვესტურმა
ერთი გაღმელი სტუმარი,
ენაყბედი და ავყია,
დღემუდამ გაუჩუმარი...

ღვინო მოგვთხოვა დავუსხით,
კარგი და ძველი ღვინისა,
დალიოს, არ გვენანება,
ღვინო თავია ლხინისა.

დაცლილი ქვევრი ბანს ამბობს,
სავსე ბუტბუტებს: დამცალეთ...
დამცალეთ, ლხენით აგავსებთ,
დამცალეთ, თქვენ გენაცვალეთ!

აგვიყოლია, აბორგდა,
საკმარი აღარ იკამარა,
ეს რა ყოფილა, სცლის და სცლის,
ვინ იცის, იქნებ იპარავს?

იქნებ იპარავს, ჩოხის ქვეშ
იქნებ ჰკიდია ტიკჭორა?
ღვინით სავსეა, მაინც სვამს,
სვამს და ხველებით იხრჩობა...

დანახვის ხატი, მასხარა,
მარადს სხვათა მბაძავი,
თამადას უცვლის, სხვას არა,
სხვას ყანწის დაცლას ასწავლის.

განჯინებისკნე მიიწევს,
ასტეხს ჯამების ჯახებსა,
შრომით მოქანცულ ვაჟკაცებს
უტევს და ეტრაბახება.

თვალთა ბრიალით უსმენენ
ქვევრებთან მსხდომი დევები.
ვაზებქვეშ დაბადებულნი,
ქვევრებთან ღამისმთევლები.

შუბლშეკვრით სცლიან, უთმენენ,
თვალს არიდებენ ავყიას,
იციან, გაილახება:
ჯავრს იყრის ქვევრი თავღია!

მოთმენით ქვევრი კი არა,
ზოგჯერ ფიალაც ივსება:
ერთს დაიქუხებს თაღარი,
გული რომ გაუსივდება -

ქართული ლხინის შერცხვენას
ვეღარ მოითმენს, ვეღარა,
მარნის კუთხეში მიაგდებს
ჭირვეულსა და მკვეხარას!...

მაშინ კი თავებს ასწევენ
მოწყენით მსხდომი დევები,
ვაზებქვეშ დაბადებულნი,
ქვევრებთან ღამისმთევლები.

ყურს მიუგდებენ წაქცეულს,
ხელს უჩრდილებენ თვალებზე,
დიდი საბანი არ უნდა,
თიკნის ტყავს მიაფარებენ!

ჯამებს ასწევენ, იტყვიან:
"ახლა სიზმარში გვედაოს,
ამაოდ შემოგველეწა,
როგორც ჩინჩხვარი დედაბოძს".

პურს ჩააწობენ ღვინოში,
ანდერძს უგებენ ტრაბახას:
"ღმერთო ძლიერო, შეუნდე,
იმქვეყნად გყავდეს ამაღამ.

ხვალ დაგვიბრუნე იმ ქვეყნით,
იმ კვეხნით, ჩვენი ქონდარა,
ქვევრსაც შეუნდე, ქვევრს მასთან
სადაო არა ჰქონდა რა!"

* * *

თიკნის ტყავის ქვეს ქონდარა
ბორგავს, იხრჩობა ხველებით,
რთველობა გრძელდება, ბადაგი
გადმოქუხს საწნახელებით.
კომენტარები (0)