0 36

სამოვრის მიწა


სამოვრის მიწა,
სამოვრის მიწა!...

დედას უყვარდა სამოვრის წმნედა
და სარკესავით გაკრიალება...
სამოვრის ღიღის წყნარად უსმენდა,
თან ჩაის ჭურჭელს აწკრიალებდა.

ყვითელ სარკეში ჩინელებსავით
ვჩანდით -
გაზიდულწარბიანები,
ქაფქაფა ჩაის წყალსავით ვსვამდით,
და ნუშის თვალებს ვაბრიალებდით.

სამოვრის მიწა!
სამოვრის მიწა...

ჩემი ფანჯრის წინ ისევ გაისმის
და ეს ძახილი გულს სიამოვნებს...
ოქროყანის და სამადლოს მიწით
აღარ ფერავენ ახლა სამოვრებ.

ყვავილის მიწა!
სამოვრის მიწა!
ისევ აგრგვინდა ზეცაში მეხი,
კვლავ გაზაფხულდა და რუსთაველზე
პირველმა იამ შემოდგა ფეხი!
კომენტარები (0)