0 45

შვიდმაისი წვიმის შემდეგ


ხეს შერჩენია წვეთები წვიმის,
უკვე მზის თვალი ბრიალებს ციდან,
მზეს შესცქერიან წვეთნი ციმციმით...
ნეტავ ღრუბელი საით წავიდა?

უცებ ამტყდარი თავგამეტებით,
გრიგალი ფოთლებს ნამს მოაშორებს,
ხე შირხევა, ცვივა წვეთები...
და ხისქვეშ შემკრთალ ბალახს აჟრჟოლებს.

კომენტარები (0)