0 310

წერილი კლასის დამრიგებელს


სამი დღეა გვერდით მიზის
აქეთ მამა, იქით დედა,
ჩუმად ვზივრ თავდახრილი,
სიტყვის თქმა ვერ გამიბედავს...

ჰოდა, დღეს კი ხან აქედან,
ხან იქიდან ტკბილი კითხვით,
მათქმევინეს ყველაფერი,
მათქმევინეს სიტყვა-სიტყვით.

გამოვტყდი და ვაღიარე
მათ წინ ჩემი ნაცელქარი:
როგორ შევდგი სკამზე სკამი,
კედელს როგორ ავეკარი...

ჩემს საქციელს, ჩემს ანცობას
მე ავხადე თვითო ფარდა,
ისიც კი ვთქვი, ჩემს ოინზე
კლასი როგორ ახარხარდა.

შერცხვენილს და აღელვებულს
გადამეკრა თვალზე ბინდი,
თავი ვეღარ შევიკავე,
დედის მკერდზე ავქვითინდი.

წამოდგნენ და შემომხედეს
დედამ წყრომით, მამამ რისხვით...
ვიცი... ვიცი მტყუანი ვარ,
დამნაშავე... გასაკიცხი!

დავჯექი და წერილსა ვწერთ,
ჩემო ტკბილო ცოდნის დედავ,
დიდხანს, დიდხანს შერცხვენილი
თვალებში ვერ შემოგხედავთ.

მაპატიეთ... დედის კიცხვა,
მამის რისხვა ამარიდეთ,
შეგისრულებთ, დაგიჯერებთ,
რასაც ტკბილად დამარიგებთ!
კომენტარები (0)