0 79

ჭავჭავაძიანთ ბანზე


... მაღრეთ მოგონება.
ნ ი ნ ო   ჭ ა ვ ჭ ა ვა ძ ი ს  ლ ე ქ ს ი დ ა ნ

ყველა მოსულა...
გაშლილია ბანზე ხალები.
ცალმხარეს სხედან
საქართველოს ტურფა ქალები,
ქალი კი არა - მიაები და მანაები,
და მათ მიმოხრას ხან ღიმილით, ხან დანანებით,
დაუფარავი გულისცემით, თვალის ანთებით
უთვალთვალებდენ სულწასული ხახვის ფრანტები...
ყველა აქ არის...
მაშ, მასპინძლის ორი პეპელა
ვიღას მოელის წვეულების საამებლად?
მასპინძლობს ბანზე ჭავჭავაძე ლექსების ყანდით,
ბედის რჩეული, ხან მჭმუნვარე, ხან დარდიმანდი.
ორბელიანი ლეკეთშია, მისი ხმა ლაღი.
აღარ გაისმის, მოწყენილა ლექსის ყაბახი.
ის თუ არ მოვა,
მოფრინდება მისი უსტარი,
ღმერთმა დალოცოს...
ის მარჯვენა შეუსუსტარი!...
ან იქნება ტატოს გაუღიმებს
დღეს სატრფოს თვალი,
ყრმას თუ ელიან (ვაჰ!...) სევდათა გასაქარვებლად...
არა, ის არა!... ის უდაბურ გზებზე მავალი,
შორს გაიტაცეს უბედობის ბნელმა ქარებმა!..
მაშ ვის ელიან?.. ისიც ბანზე
"რისთვის მოვედით?
სჯობდა დარბაზში, პიანოსთან...
აჰ, გრიბოედი".
პოეტის ასულს გაიტაცებს ლურჯი კარეტა!
დიახ, ოღონდაც...
მისი ჟღერა ისმას გარედან.
აი, ფეხის ხმაც, გაიღება მალე ჭიშკარიც,
დღეს ნინოც ისე წარმტაცია, როგორც ცისკარი...

და კმაყოფილი ხახვის ფრნტი ამ მიხვედრებით
წინანდელის ვარდებს გადახედავს ჩუმი ყვედრებით.
კომენტარები (0)