დეკემბერი


სანთელი პარპალებს:
ბარბარე, ბარბარე!

ვის უხმობს პიკოლო?
ნიკოლოზ, ნიკოლოზ!

მეცნობა ეგ ტემბრი
სუსხიან დეკემბრის.

ტალღები ბრწყინავენ,
ვუყურებ მათ ლივლივს.
რა დარჩა შობამდე? _
დღეები დათვლილი.

სანთელი პარპალებს,
ვის უხმობს პიკოლო? _
ბარბარე, ბარბარე!
ნიკოლოზ, ნიკოლოზ!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი