გადმოწერა: PDF

გივი ალხაზიშვილი - ფოტო

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

არ დამაცალეს ..

არ დამაცალეს იმ ბავშვის ნახვა,
აქ რომ დარჩება, როცა გავქრები,
ითხოვს სინანულს და თავის დახრას
ბგერები _ უცნობ სიტყვის ნანგრევი.

«ის მე მიყურებს, ვინც კვდება ახლა»,
ვინც იბადება, ისიც მიყურებს
და გვთხოვს სინანულს და თავის დახრას
სიუცხოვეში გამორიყულებს.

ჩემი დღეები თანდათან მკლავენ
და ის, ვინც კვდება, ახლაც მიყურებს,
ჩამოვეყრდნობი საკუთარ მკლავებს,
სინამდვილეში _ ძვლების რიკულებს.