ალილოს მონატრება


ჭიატებს თვალში ჩაშლილი ბროლი,
არ ვითვლი დღეებს 
და ვიხსენებ ვინც საბრალოა.
შენ მალე მოხვალ- 
უნდა ვიფხიზლო, რომ თვალი მოვკრა
როგორ აბრწყინებ
გაყინულ მინას ალმაცერ სხივით.
როგორ აჟღერებ ზანზალაკებს 
სიჩუმის გულში
და შენი სუნთქვით, 
როგორ ივსება ყოვლი სიტყვა - გაფიქრებისას...
თოვლი სინათლედ ექცა ღამეს 
და ვერ დაღამდა,
ვწევარ ოთხად მოკეცილი 
და გასუსული ვგრძნობ კელაპტარს, 
ჩემს წყვდიადში შენ რომ აანთე.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი