გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

0 204

გასაგებია მათი ფიქრი


გადადინება დღიდან დღეში, ბზარში ბზარიდან
და ღამის ხმებში გაბნეული შუქის მარცვლები,
უცნობი სიტყვის ნაწყვეტები აბეზარი და
სხვა დროის ძებნა მზერის სხვაგან გადანაცვლებით.

იხილავ სურათს, აღარსად რომ აგვიანდება,
თვალებში ნაღველს, გაცრეცილი ბაგე მოგტირის,
მერე ათასგვარ სისულელის აკვიატება
და სიზმარ-ცხადი _ უხსოვარი დაგეროტიპი.

და სახეები, სახეები და სახეები,
დამალობანა, დადევნება, ხმობა, ქოქოლა,
გზები მოჭრილი, გზები უკან დასახევები,
აუტანელმა მდუმარებამ რომ ამოქოლა.

სურათზე ბავშვებს ახლანდელი შუქი შემოსავს.
ასი წლის წინათ გაელვებულ წუთის ტყვეები
გააგრძელებენ მიმდინარე დროში შემოსვლას,
მიმქრალ თვალებში ჩამალული სამოთხეები.
კომენტარები (0)