სად წახვედი ნეტავ, საპყარო?!


კულუარებში მოსისინე გახსოვს იქედნე,
თავის მსხვერპლისკენ გესლიან
თვალს რომ გააპარებს?!
უბედურები, თავის ქონში გამოიკეტნენ,
მე კი, უფალო, შენი ფრთების
ჩრდილით დამფარე.

ამღვრევს საღამოს ზეცას ყვავის ფრთების სავსავი,
მიახლოვდება გადაბმული ღამის თევანი,
მე შენ წინაშე სიხარულის მათბობს სისავსე
და მოწყვეტის წინ ვირინდები, როგორც მტევანი.

აქ ვიღაც იჯდა, ყვითელ ჯაგის თუ დაბალი ხის
მსგავსი სულდგმული. სად წახვედი
ნეტავ, საპყარო?!
შენს ნაკვალევზე თეთრი კვიცი
რომ დაბალახობს _
მის გასახედნად ემზადება მთელი სამყარო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი