გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

0 135

გუბე


`მოვიდა მიწა~. ორი დღეა თოვლის წასვლიდან.
დამუნჯდი. სათქმელს აღარავის არ ეუბნები,
მოჩანს გუბეში მოლივლივე ზეცის ასლი და
გამდნარ თოვლიდან კვლავშობილი გარეუბნები.

და გეჩვენება, წუთი-წუთში ისე გაქრები,
როგორც ღრუბლები, ჩრდილებად
რომ გადაირბინეს.
ხატავს გაზაფხულს შვილიშვილი
ფერად ფანქრებით,
ჯერ რომ შორსაა და ფურცელზე მაინც ბიბინებს.

ისვენებს ციგა და რაფაზე თვლემს ხელთათმანი,
წვეთების წკრიალს ძველებურად არ აყურადებ,
ვინ არის იგი, ვინც ყოველთვის გირჩევს დათმენას
და გაძლებინებს მოუღწეველ გაზაფხულამდე?!

ცა გუბეშია და ჩემსავით არის ცა ამ დროს
დარავდრიანი _ მზიანი და თანაც საავდრო.
კომენტარები (0)