1958


მენატრებოდა ის,
ვინც სიზმარშიც არ მენახა,
მაგრამ მწყუროდა მასთან ისე მიახლოება,
რომ მისი სუნთქვა მეგრძნო სახით..

იმედი მქონდა, რომ ძილში მაინც
განახლდებოდა უეცარი მიახლოება უცნობ გოგოსთან,
მუდამ ვარდნით რომ მთავრდებოდა
და მერე შიშით უეცარით,
რომ მე ავად ვარ, მოურჩენელ ავადმყოფობით,
და ზაფხულის მწიფე სისავსით
და იმ სიზმარში ჩამალვა მსურდა, საიდანაც გამომაძევეს.

გარეთ კი ისევ თბილი ქარი დაქიქინებდა
და წყვეტდა ვაშლებს, როგორც მე ვიყავ მოწყვეტილი
და საამო ვარდნით შემკრთალი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი