მიპოვეთ ვინმე..


მიპოვეთ ვინმე,
ვინც შეაღვიძებს შვიდსიმიან ქნარს,
რომ მისი სუნთქვა მოსწვდეს იალქანს
და შემაცუროს ზღვაში ნავივით..

მე დავივიწყებ ოცდამეერთეს
და უდროობის ზღვართან ჩავივლი.

ვერ დავთმე ყოფა და გამოყოფა,
თავის მღვიმით და მკერდის აივნით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი