თუშური პასტორალი


ჰყვაოდა მდელო და
გწვდებოდა წელამდი…
შენ დროს იზოგავდი,
თითქოსდა წელავდი…
ერთმანეთს ვეძებდით,
ვავსებდით, ვთიბავდით,
ვაწვენდით, ვკონავდით
ვკოცნიდით, ვცელავდით.
ხსოვნაც კი მაღელვებს;
მაშინაც ვღელავდი,
შენ თვალს აკვესებდი
და ჩემში ელავდი,
რად აღარ შემოგვწვდა
ბალახი წელამდი,
ჩვენ, მოსაცელები
ერთმანეთს ვცელავდით.
სიტყვები დუმილის
და მზის საათების:
მგონი რაღაც დაგრჩა
კიდევ გასათიბი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი