გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

0 142

ვინც შველას ითხოვს..


ისე ახლოა იგი ჩემთან,
რომ ვეღარც ვამჩნევ,
ტკივილში ქრება,
ვეღარ ამოვთქვი
და მწარე ღიღინს ტანჯვა ამოჰყვა.

ის პაუზებში ცდილობს დამალვას,
თუმცა, თვალი აქეთკენ რჩება
და შველას ითხოვს.

ვერ უძლებს ხორხი ეკლიან ბგერებს
და საყრდენს ვეძებ ტკივილებს შორის.

ნეტარია, ვინც ახლა ტირის...
ვინც ნაბიჯს იცვლის წარმოსახვაში
და აქეთკენ არც იყურება.

ის შერჩა სიტყვას _ მრავალგზის თქმულს
და მუდამ უთქმელს,
ყოველთვის რომ რაღაცას მალავს.

ნეტარია, ვინც ახლა ტირის...
და ისევ ეძებს მას, ვინც არის...
და არ არის... და მაინც ეძებს...
კომენტარები (0)