გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

0 203

წერ. აღარავის აკითხებ და აღარც უგზავნი..


წერ. აღარავის აკითხებ და აღარც უგზავნი.

დარჩეს ქაღალდზე ან ფაილში...
ამ ლექსებს აქაც
გადარჩენის ისეთივე შანსი აქვთ,
როგორც წიგნში ან ინტერნეტში ჩაკარგულ ლექსებს.

გულგრილი დროის იმედი გქონდეს,
ის თავის საქმის ერთგულია,
თითქმის ყველა გადაივიწყა
და რაღა შენ დაგიმახსოვრებს?!

შენ, როცა წერდი,
მაშინ იყავ განდობილი მასთან,
ვინც უსმენს შენს გულისცემას,
როგორც თავისას...

იქაა შენი თავშესაფარი...
კომენტარები (0)