თვლემის ფრაგმენტი


ეს არაა ზედმეტი ფიქრი,
გზასავითაა და გამიყვანს ტრიალ მონდორზე,
სადაც ცის ქვეშ მარტოხეა
და შემოდგომას ელოდება,
სადმე ფოთლებით რომ წავიდეს,
რადგან მობეზრდა მხოლოდ ჩრდილებით ბორიალი
საკუთარ წრეზე
და ისიც მაშინ,
როცა იცვლება მზის და მთვარის სანიშნებელი.

ეს არაა ზედმეტი ფიქრი,
როცა გული ცვილივით დნება,
როცა სიტყვებს ვერ ვპოულობ
და მეწურება...

მაინც რა ღამე გადაემხო ამ ქვეყანს,
ჩვენ რომ ვხედავთ,
და ესენი ვერც კი ამჩნევენ?!

ამან კი იცის თავის საქმე
და დროის სვლას ხერხვას ადარებს: _
_ ეს დღეები ნახერხად და კვამლად იქცევა
და ორივეს ქარი წაიღებს...

გადაკრულშია,
ჩაყვინთა და აღარ იცის სად ამოყვინთავს
_ აქ თუ სხვაგან
ან იქნებ არსად და არასოდეს...

თვლემამ, თვალში რომ გაებლანდა,
შთანთქა მთლიანად.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი