გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

...ალბათ, შენც ისე უნდა წერო

...ალბათ, შენც ისე უნდა წერო,
როგორც ესენი...
საპნის ბუშტივით რომ ბერავენ
სიტყვის ფიგურებს;
ბედნიერია დაგეგმილი ტაშის მთესველი
და არად აგდებ,
დამცინავად როცა გიყურებს..

სულ უმიზეზოდ არსებობ და
აღარ გაშინებს
ამათ რომ მზერა გულგრილობით ამოიყორეს,
ქრები ყოფაში,
აღმოაჩენ ამ ყოფაშივე,
რომ დასაკლავი ბატკანივით წამოგიყოლეს.

სიჩუმეს წიწკნი ბალახივით,
შენი ხვედრივით
ჟამს ელოდები,
სათავისოდ რომ დაგიგულებს
ფურცელი ქვიშის,
სიტყვა ჩუმი და მიხვედრილი
და შიშის განცდა,
რომ შიშიდან ვიღაც გიყურებს...