გივი ალხაზიშვილი - ფოტო

გივი ალხაზიშვილი

პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი, მთარგმნელი

გასეირნება მარტის ჭალაში

ზურგს შეაქცევ და თვალწინ ჩნდება,
თვალზე ხელისგულს აიფარებ _
იქიდანაც ამოიხედავს,
თითქოს აქვეა,
თან ყველგანაა...

სახით კედელს აეკვრები,
იქნებ თვალი მიადევნო,
მის უხილავ მოძრაობას,
ვინც არ გტოვებს,
ვერ გიმეტებს სიმარტოვისთვის,
მეჩხერ ჭალაში რომ დასეირნობ,
სადაც მხოლოდ ნაცნობი შინდი Hაყვავებულა
და მასაც, ისე ეთამაშება მარტის ნიავი
რომ ლამის სადღაც გაიტყუოს_

შენს თვალებში,
როგორც მარტის ნაკვალევში,
ჩაგუბებულა გაზავხულის თბილი წვიმები,
და ცად _ სამყაროს გულის რეჩხივით
გადაირბენს ჭექა_ქუხილი
და იქიდანაც ის იხედება?!

ცის ყველა წვეთი
მხოლოდ მისი თვალებით გიმზერს,
ვინც გულში გიზის
და გარე_გარე ვის დაეძებ?!

შენ კი არა, ის ცოცხლობს შენში.