მე ახლა შენზე წავიდარდე


/ ივლისის მეორე ეპისტოლე/
-
…შენ გამომძერწე დედის მუცელში…
…ახლა ვარ უჩინარი სამარხივით,
რომელზეც დადიან და არც იციან…
როცა არ დადიან ფიქრის დრო მისაკუთრებს,
მზისა და მთვარის სანიშნით მომძებნა
და კიდევ ცვალებად განწყობის აალებით,
მე კი მეშინია გამჭოლი მზერის
და ჩემში სიტყვებად ახელილ თვალების..
მე ვდარდობ, როდესაც არ დადიან
და მოწყენილობა მეუფლება;
მაფიქრებს და მათი არმოსვლა,
რაღაც მნიშვნელოვანს მეუბნება,
რადგან, ორჭოფობა ყოველთვის,
თან გასაგებია, თან გაუგებარი
და ეს ხელისგული, თავი რომ ჩამოვდე _
ხან ჩემი სახლია, ხან ჩვენი გემბანი….
ყველა სულიერი საბრალოა,
ვინც ფიქრს სატკივარზე ამახვილებს,
მე ახლა შენზე წავიდარდე
და სიტყვა თვალივით ამეხილა:
ჩემი მომავალი შინ ბრუნდება
უთვალავ-ღამე-დამეხილი.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი