მე რა ვიცი ..


მე რა ვიცი, მერამდენედ დაღამდა,
არც ის ვიცი ჩემში როგორ თენდები…
არც დედა ხარ, აღარც დედინაცვალი,
შესყიდულო რუპიებით, ცენტებით;
დავრჩი მარტო, როგორც ხორბლის მარცვალი,
მოვკვდები და მერე აღმოვცენდები
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი