ღამით როცა ბავშვები იძინებენ ..


ღამით
როცა ბავშვები იძინებენ,
მათი თვალები ვარსკვლავებად ინთებიან ცაზე
და მე ვივსები სიყვარულით, როგორც ხეობა
მდინარის სიმღერით.
ძილის წინ ბავშვები მშობლებს ეკითხებიან:
"სად იმალება ქარი? როცა არ ქრის?"
"სად იმალება ცეცხლი? როცა ქრება?"
"სად მიდის მუსიკა, როცა აღარ უკრავენ?"
ვინ არიან ის გაზრდილი ბავშვები,
დედამიწის სიკვდილზე რომ ოცნებობენ
და ნახაზებში თავჩარგულები
ახალ რაკეტებს უმიზნებენ საკუთარ შვილებს?!
ჩვენ კი, საწყალი პოეტები,
იავნანას ვუმღერით დედამიწას,
როცა იგი მზისკენ მიფრინავს,
როგორც ვეება, ცისფერი ბაბუაწვერა.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი