გადმოწერა: PDF

ამზევებული ტყე და მინდორი ..

ამზევებული ტყე და მინდორი
მიწის სურნელში მხვევს და მაბრუებს.
ჩიტი ქანაობს ვერხვებთან ერთად,
ჩიტს აღარა აქვს გული საგულეს.
შორს მთები დღემდე უამინდონი
დინჯად იხსნიან ღრუბლის საბურველს.
ჩიტი ქანაობს ვერხვებთან ერთად,
ჩიტს აღარა აქვს გული საგულეს.
მე ვიცი, მადლი ამ მზიან დღეთა
კვლავ შენი ქუჩით ამომაბრუნებს.
ვერხვებთან ერთად, ჩიტებთან ერთად,
ჩვენც არ გვექნება გული საგულეს...