გადმოწერა: PDF

ბერმუხებს თოვლში ჩაუმუხლიათ ..

ბერმუხებს თოვლში ჩაუმუხლიათ,
ირგვლივ საამო სითეთრე სუფევს.
ნადირის კვალი გასდევს მუხიანს,
ალბათ ძუ მგელი სწვევია სოფელს.
სურს თავს დაეცეს ცხვართა საბუდარს,
ააჭიხვინოს თავლაში ლაფშა,
თოვს... მგლის ნაკვლევი ყინვით ჩაბუქდა,
დილის რიჟრაჟში უღრანიც არ ჩანს.
ეტყობა– მგელი ვეღარ დაბრუნდა...
სივრცეს ლეკვების ყმუილი ხანჯლავს...