ციხის ნანგრევი ჩამოდის გზაზე ..

ციხის ნანგრევი ჩამოდის გზაზე,
მოფენილია ხავსით ბორცვები.
მღვიმეებს მაყვლის ჯაგნარი ავსებს,
აღარ იხსენებს საყდარს მლოცველი.
ციხის ნანგრევი ჩამოდის გზაზე,
მზე ნაქვითკირალს ცეცხლივით კვესავს,
სულის კედელიც ირღვევა ასე,
როცა ტოვებენ სალოცავს ჩვენსას.