ახალი ქოლგა


მზე   პირს   იბანდა,
მზია   და   გოგი
გარეთ   გავიდნენ
ახალი   ქოლგით.
სადრბაზოსთან
შეჩერდა   მზია:
- ქოლგის   გახსნა   რომ
არ   შემიძლია?...
ჰა,  თუ   ბიჭი   ხარ,
გახსენი,  აბა!-
და   ქოლგა   გოგის
გადასცა   სწრაფად.
“ თუ   ბიჭი   ხარო “, -
მანამდე   დინჯი,
მყისვე   აენთო
პატარა   ბიჭი.
ეჭვით   დახედა
დახურულ   ქოლგას,
წინ   თითქოს   დიდი
გამოცდა   ჰქონდა.
სახეზე   ჩრდილმა
გადუარა:
“ გავხსნი   თუ   არა?!“-
უეცრად   ბიჭი
რაინდად   იქცა:
ისე   ლამაზად
და   ისე   მკვირცხლად
გახსნა   ის   ქოლგა,
რომ   მზიამ   უცებ,
“ ყოჩაღო!“ -  თქვა   და
აკოცა   შუბლზე...
მზე   პირს   იბანდა,
მზია   და   გოგი
მიცუნცულებდნენ
ახალი   ქოლგით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი