ზოოპარკი


ჩიტს   რა   უნდა   გალიაში?
- ეჰ,  ლურჯი   ცა   ვინ   აღირსა!
- ეს   თევზები   რას   დარდობენ?
- წყალს   ნატრობენ   მდინარისას!
- რატომ   ბრაზობს   თეთრი   დათვი?
- ვოლიერში   ვერა   დგება!
- ლომი   რად   თვლემს   დღე   და   ღამე?
- აფრიკის   ტყე   ელანდება.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი