ჭიანჭველას გასაჭირი


ხვითქი გასდის ჭიანჭველას,
ფეხსაცმელის მწმენდავს.
ეხ, მუშტარი ამისთანა
სულ არ ჰყავდეს ნეტავ!

ხითხითებენ ფარდულის წინ
კალია და ბუზი:
- შეხე, სკამზე ჭიანჭველას
ორმოცფეხა უზის!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი