არწივი მისდევს წეროსა


არწივი მისდევს წეროსა
გაგლეჯა უნდა ბრჯღალითა,
ბრჯღალითა,ნალესარითა
როგორც ფოლადის რვალითა.
მიჰკივის წერო ცის კიდეს
სად წავა ძალის-ძალითა,
ღმერთს ეხვეწება შველასა,
ორის საწყალის თვალითა,
ღმერთი რას უშველს,ქვეყანა
სავსეა ცოდვა-ბრალითა!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი