კრწანისი


-ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან!
ტირის წითელი ყაყაჩო.

-ერეკლე გაჰყავთ ბროლიდან!
ტირის წითელი ყაყაჩო.

-ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან!
ტირის კრწანისის ველი.
და ბრძოლის ველზე სისხლსა ღვრის
სამასი საკვირველი.

-შემიშვით!- ტირის ბებერი,
ქართლის ბებერი მგელი.

-ერეკლე გაჰყავთ ბრძოლიდან!
ჭიხვინებს თათრის ცხენი
და ბრძოლის ველზე აგდია
სამასი საკვირველი!
2 კომენტარი
ლიზი გაფრინდაშვილიმოსწავლე4 წლის წინ

კარგი ლექსია

mariam soxashvilimoswavle4 წლის წინ

მომწონს, კარგი ლექსია

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი