ნარო,ეკალოს,ხვიარო


სულაც არ მინდა თქვენ შამხვდეთ:
ნარო, ეკალო, ხვიარო,
მაგრამ ქვეყანა ისეა
საითაც უნდა ვიარო,
ვერ აგცდით, თქვენირუ ეკლები
შიგ გულში მეჭრებიანო;
მაინც არ ვკრთები, ბოლომდის
თქვენს ჯიბრზე უნდა ვიარო.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი