ფხოვი


საღამოობით ხინკალზე
არაყს დალევენ ფშავლები,
ფშავლები,ფშავლის ქალები,
ლამაზები და ალვები.
ღამე წაწალთან წვებიან
ღამეც იქნება უძირო,
ვინაც ეს საქმე დაუგმოს
ის გადაშენდეს უწილოდ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი