წამოვ ჩემთან დედისერთა ნიავო


დადეგ, დაისვენე
წინ წასულო ნიავო,
რაღაც უნდა გითხრა,
რაღაცით უნდა გაგახარო:
გუშინ დედაშენი ვნახე-
გულმოკლული საბრალო ქარი.
შენ გეძებდა;
შვილი დავკარგეო, ტიროდა;
თმებგაწეწილი სახეს იხოკავდა.
ერთთავად შენ გეძახდა:
-ნიაოო! ნიაოო!- კიოდა და წიოდა,
აქეთ და იქით ეხეთქებოდა,
სადაც კი ღია კარს ან ფანჯარას ნახავდა,
იხედებოდა,
ყველას შენ ამბავს ეკითხებოდა.
მეც შემეკითხა.
რა მოსიყვარულე დედა გყოლია.
რა მგრძნობიარე.
წამო ახლა,
ნუღარსად წახვალ,
ჩემთან დაისვენე, ჩემთან იყავი.
თუ გინდა აივანზე ავიდეთ და იქ მეთამაშე.
თუ გინდა კაკლის ძირში ვითამაშოთ
დაჭერობანა.
ან ნაკადულთან ჩაგიყვან.
ხო გიყვარს ნაკადული?
ხოდა ამასობაში დედაშენიც მოვა.
კარგი?
წამო, წამო!
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი