გრიგოლ აბაშიძე - ფოტო

გრიგოლ აბაშიძე

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი

კოშმარული წინათგრძნობა რომელიც დროდადრო სულს მიშფოთებს

“მდინარეთა  ზედა  ბაბილონისათა  დავსხედით
და  ვტიროდეთ... ძეწნათა  ზედა  და  შორის
მისსა  მუნ  დავკიდენით  საგალობელნი  ჩვენნი”...
ფ  ს  ა  ლ  მ  უ  ნ  ი 137.


ცხოვრება ჩვენი
ნუთუ ამით უნდა დამთავრდეს,
რომ საგოდებლად
ენისეის პირად ჩამომსხდართ
ღამემ მოგვისწროს
უსასრულოდ ხანგრძლივმა ღამემ...
არა, მე იმ დღეს
ვერ შევხვდები თავდადრეკილი,
ხმაჩაწყვეტილ ჩანგს
სისხლისმსმელ მომხდურს
და თუ დამპყრობელს
ვერ შევაკვდი, ჩემს ჩანგს კი არა,
ჩემს ტანჯულ სხეულს
ჩამოვკიდებ იმ ძეწნის ტოტზე
გაჩანაგებულ სულის კარნახით!