გრიგოლ აბაშიძე - ფოტო

გრიგოლ აბაშიძე

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი

ოქროს ვენახი

უქრობი შუქით შემოსილს გხედავ,
შენი მზის ჩასვლა ნუმც დამენახოს,
ჩემი ოცნების სატრფოვ და დედავ,
ჩემი ცხოვრების ოქროს ვენახო.

მზეც მიყვარს,
ჩრდილიც ამ მთა-გორების,
მდინარეების ჩქარი დინებაც,
ჩემი სიმღერის და შთაგონების
შენ ხარ ფესვიც და დაგვირგვინებაც.

შენ ჩემთვის მზე ხარ ამომავალი,
სულის სიმაღლევ, გულის ნათელო,
არის ლამაზი მხარე მრავალი,
მაგრამ არ არის სხვა საქართველო.

და როცა კრძალვით შენს ქებას ვბედავ,
გულის ძაფებს მსურს, ხელი შევახო,
ჩემი ოცნების სატრფოვ და დედავ,
ჩემი ცხოვრების ოქროს ვენახო.