გრიგოლ აბაშიძე - ფოტო

გრიგოლ აბაშიძე

პოეტი, პროზაიკოსი, დრამატურგი, ესეისტი

რას მიქვია მწუხარება

რას მიქვია მწუხარება,
მრავალთ გლოვა, კვნესა ავზე,
ოდეს წინსვლის წმიდა სხივი
იმედს ჰსახავს კაშკაშ ცაზე;
როს გონების ბჭობა, ძალა
გრძნობას და სულს გვისალბუნებს,
შრომასა და სიფხიზლეზე
სიცოცხლის ჩანგს გვიხმატკბილებს;
როს ნაკადი განათლების
წყვდიადს აქრობს, შუქს ამყარებს,
გზას გიჩვენებს, ლამპარს ანთებს,
აზრთ შეგნებით გვანეტარებს;
სულის ძალას გვიძლიერებს,
სჩანს ცხოვრების განთიადი,
ყველა იღვწის, უღელსა ჰსწევს;
მაშ რად გვინდა კვნესა, დარდი?
მე არა მრწამს კვნესა სულის-
ურგები და მღრღნელი მარად,
ჩონგურს ვუწყობ რწმენით სიმებს,
გავღიღინებ მთად და ბარად...