გადმოწერა: PDF

...დღესაც გარშემო ჯავრი მარტყია

დღესაც გარშემო ჯავრი მარტყია,
გულზე დარდი მაქვს ამოკვეთილი.
ჩემი სხეული თითქოს ბარტყია –
მწუხრის ბუდეში ფრთამოკვეთილ.
საწუთრო ჩვენი ადრდის ბაღია,
უჩინარ ბედს აქვს ჩაბარებული.
ამ წუთისოფელს ვხვდები თვალღია
და მაინცა ვარ დაბრმავებული.
გონება ჩემი იქნებ გამეხსნას,
ნაღდი სამყაროს აღქმა მწყურია,
იქნებ როგორმე ბედი დამეხსნას
ბედი სხეულის რთული წყლულია,
დილას დავსახავ რაღაცა გეგმებს
და დიდ იმედებს ვიღაც მპირდება,
ამ გულმკერდს ლაღად მზეს შევაგებებ
ის კი შავ ღამით მიმასპინძლდება.
ვერ გავექეცი ამ შავ ღამეებს,
შავი ლანდები ჩემს წინ დადიან,
თუმცა ეს ქარი ამ დარდს ანელებს
მაგრამ ეს ქარი თვითონ დარდია.
დღესაც გარშემო ჯავრი მარტყია
გულზე დარდი მაქვს ამოკვეთილი
ჩემი სხეული თითქოს ბარტყია –
მწუხრის ბუდეში ფრთამოკვეთილი.