...მთვარე გაჩნდა და მის ლანდად


მთვარე გაჩნდა და მის ლანდად
თქვენ გამოჩნდით, მთებო.
ეს ცხოვრება დაიბლანდა
რა მაქვს საოცნებო:
შორით მოჩანს ობელისკი
ქარი ჭადარს ღუნავს,
თვითონ წუთისოფელიც კი
დიდი ტანჯვით ბრუნავს.
შენ გამოჩნდი ცით, მარიამ,
უფაქიზეს ვარდად,
ეს ქვეყანა სიზმარია –
ჩანს ყოველი ლანდად.
შორით ვუმზერ ტყეს გაუვალს
არის ნამი დილის,
და ვერაფრით ვერ აუვალ
წუთისოფლის ბილიკს.
განა სხივებს გამოლევენ
მთვარე მოჩანს ახლა
და სიცოცხლის ამ მოვლენებს
კვლავ სიკვდილი ახლავს.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი