გურამ ჯახუტაშვილი

პოეტი, მთარგმნელი

დაიბადა 1983 წელს, თბილისში. 2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იურისპრუდენციის განხრით.

წერა 14 წლის ასაკში დაიწყო. 1998-2002 წლებში მისი ლექსები ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში იბეჭდებოდა. 2000 წელს გამოიცა იოჰან ვოლფგანგ გოეთეს ერთი ლექსის თარგმანების კრებული, სადაც ორი თარგმანი გურამ ჯახუტაშვილს ეკუთვნის. გარდა ამისა, 1998 - 2013 წლებში მან თარგმნა ჰერმან ჰესეს, ჰაინრიხ ჰაინეს, რაინერ მარია რილკესა და ემილი დიკინსონის შემოქმედება.

2013 წელს გამომცემლობა „სიესტამ“ გურამ ჯახუტაშვილის ლექსების კრებული - „თევზის ოთახი“ გამოსცა.

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი