დილა მშვიდობის, სავარძელო ..


დილა მშვიდობის,
სავარძელო,
ლოგინო,
სკამო,
კედლებო,
ფარდავ,
იატაკო,
ჭაღო,
მაგიდავ,
ეს ის დილაა დაგროვილი ტკივილის გამო,
რომ არაფერზე, არაფერზე წერა არ გინდა.
რისი თვალები, რა კვირტები, რომელი მკერდი..
ან რამე უფრო ახლებური– მოდური ქარგა,
ადამიანის განწყობაზე რამეს თუ ვწერდი,
ახლა საერთოდ გაფიქრების სურვილსაც ვკარგავ.
მეტაფორები...
ვერლიბრები..
გინდა სტროფები...
წყალს წაუღია ყველაფერი,
ფურცლები,,
წიგნი...
მე ახლა თქვენი პოეტი ვარ და ვიმყოფები,
საგულდაგულოდ ჩაკეტილი ოთახის შიგნით.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი