ობოლი ქართველი
ყველა მოკვდება, რაცა ჩანს, უკვდავი უხილავია, რასაც კი თვალი იხილავს, სუყველა წასავალია! სიცოცხლე ტყვეობა არის, ესე ქვეყანაც - გალია, დარაჯად გვიდგა სუყველას თითონ სიკვდილის თვალია! ვერვინ გაიგო ჯერეთა გამჩენი ვინ უფალია და ვინ ბატონობს სამყაროს ანუ რომელი ძალია!.. ჰაერი მიუწვდომელი, არა აქვს ბოლო, თავია, ჩვენი ქვეყანაც ჰაერში მიჰქრის - პატარა ნავია! ისეც ჩავქრებით სწრაფადა, რად გვინდა თოფი, ხმალია? უნდა ძმურადა ვცხოვრობდეთ გრიქულ, ივანე, ალია! კეთილი საქმე ვაკეთოთ, ქვეყანა შესაბრალია, ზავი, მშვიდობა, ერთობა, იეთიმ, თქვი, ვისი ვალია?!
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი